კოლეგებთან თანამშრომლობა

ცოდნის გაზიარება

15.10.2013წელს ჩვვენმა კოლეგამ მედეა გოცაძემ გაგვაცნო მასწვლებელთა სახლში ჩატარებული ტრენინგის  მასალები, გაგვიზიარა იქ მიღებული ინფორმაცია. დავკვალიანდით, გამოვკვეთეთ რამდენიმე კონკრეტული საკითხი, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იყო. ვიმსჯელეთ, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელმა თავისი პროფესიონალიზმი უკეთ წარმოაჩინოს. 
განსახილველი თემები: სქემაში ჩართული პედაგოგების პრობლემები. გაურკვეველი საკითხები, 12 -13 ოქტომბერს ჩატარებული ტრენინგის გაცნობა- ანალიზი. ტრენინგი ჩატარდა მასწავლებელთა სახლში. ტრენერი: ანუკა ნარიმანიძე.
შეხვედრის ფორმატი: ურთიერთთანამშრომლობა კოლეგებთან, ცოდნის გაზიარება.
შეხვედრის შედეგი: უკეთ გავერკვიეთ ჩვენს საქმეში, შევუდექით მუშაობას და გადავდგით პირველი ნაბიჯები, დავგეგმეთ მომდევნო შეხვედრის თარიღი, რათა ერთმანეთს გავაცნოთ ამ ხნის განმავლობაში მოგროვილი მასალები და საკითხები.
შეხვედრის მონაწილეები:მედეა გოცაძე,თეონა ქოქოსაძე,მაია მჭედლიშვილი,მაია ღლონტი.
დაწყებითი კლასის პედაგოგი:
თეონა ქოქოსაძე
15.X 2013


ჩემი კოლეგის მედეა გოცაძის ანგარიში.

განსახილველი თემა: პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების პრობლემები, გაურკვეველი საკითხები, 1 13 ოქტომბერს ჩატარებული ტრენინგის გაცნობა და ანალიზი. ტრენინგი ჩატარდა მასწავლებელთა სახლში "თვითშეფასება და ურთიერთშეფასება". ტრენერი: ანუკა ნარიმანიძე.
შეხვედრის ფორმატი: ურთიერთთანამშრომლობა კოლეგებთან, ცოდნის გაზიარება.
შეხვედრის მოკლე აღწერა: გასულ შაბათ-კვირას დავესწარი მასწავლებელთა სახლში ჩატარებულ ტრენინგს პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგებისათვის. ჩემი თანამშრომლები ვერ დაესწრნენ, გადავწყვიტეთ ამ საკითხზე გვესაუბრა და ჩვენი აზრები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა. ჩემს თანამშრომლებს აინტერესებდათ, თუ კონკრეტულად, როგორ რა ფორმით ევალებთ თავიაანთი საქმიანობის წარმოჩენა. რა თვალსაჩინოებით და აქტივობებით ადასტურებს სქემაში ჩართული მასწავლებელი თავის პროფესიულ სტანდარტს.
შეხვედრის შედეგი: ვფიქრობ, მათთვის გარკვეულ საკითხებს ნათელი მოეფინა. ყველანი ერთად კიდევ ერთხელ გავერკვიეთ ჩვენს წინაშე წაყენებულ მოთხოვნებში და გადავწყვიტეთ დაახლოებით ორი კვირის ვადაში ისევ შევხვდეთ და უკვე კონკრეტული მასალები ვაჩვენოთ ერთმანეთს და მიღებული გამოცდილება გავუზიაროთ.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:
მედეა გოცაძე
15.X. 2013


3 comments:

  1. თეონა, მე ჯერ არ მინახავს მასწავლებლის პორთფოლიო, რომელიც ისე ,,კოლეგიალურად" და თანამშრომლურად იწყებოდეს, როგორც თქვენი. მედეა გოცაძისა და თქვენი თანამშრომლობის აღიარება მიუთითებს იმას, რომ სიახლეების მისაღებად მზაობა არსებობს. ამიტომ ყველაფერი გამოვა და იქნება საუკეთესოდ. დღეს სკოლათა უმრავლესობა მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის დეფიციტს განიცდის. წარმოვიდგინე ჩვენი სკოლა, სადაც ისევე გულწრფელად და გულახდილად ვსაუბრობთ პრობლემებსა თუ მიღწევებზე.... წარმატებებს გისურვებთ, პირველივე წინადადებამ ბევრი რამ მითხრა...

    ReplyDelete
  2. მადლობა მაია,თქვენც წარმატებებს გისურვებთ,თქვენმა კომენტარმა მოტივაცია შემმატა....

    ReplyDelete
  3. თეონა, წარმატებებს გისურვებთ. მშვენიერია

    ReplyDelete