ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი გაშენებულია წავკისის ხევში.აღა-მაჰმად-ხანის შემოსევების დროს ის მთლიანად განადგურდა.ხანძარს მხოლოდ აკაკის ,თუთის,და რამდენიმე ვაზი გადაურჩა.1845წ ამ ბაღს ბოტანიკური ბაღი ეწოდა.ის ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულება იყო ბოტანიკის დარგში მთელ ამიერკავკასიაში.ფლორა 3500-მდე სახეობას ფლობს.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
ექსკურსიის მოკლე აღწერა:
პეპლების კოლექცია აბრეშუმის მუზეუმის შექმნის თანადროულია,მისი ძირითადი ნაწილი მე-19 საუკუნის ბოლოთი და მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება.პეპლების უმრავლესობა ნიკოლაი შავროვმა ევროპიდან ჩამოიტანა,მუშაობის დროს კოლექცია შეივსო კავკასიური ნიმუშებით.კოლექცია იმითაა საინტერესო ,რომ შეიცავს ნიმუშებს თითქმის ყველა კონტინენტიდან:ევრაზია,ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა,აფრიკა.

მშობლის გამოხმაურება
(ვ.ფიოლია)
კლასის საათი . რიცხვი:20 მარტი
გაკვეთილის თემა: შრომა
მოსწავლეებს წინასწარ წასაკითხად მიეცათ ი.გოგებაშვილის ,,სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს"
- მიზანი:
- მოსწავლეებმა იცოდნენ ის მარტივი მოვალეობები რაც შრომას შეეხება.(ტანსაცმლის ჩაცმა,პირის დაბანა, კბილების გამოხეხვა,დავარცხნა და ა.შ.)
- ჩამოუყალიბდეთ მარტივი საოფაცხოვრებო მოვალეობების შესრულების უნარი
- იცოდნენ დღის რეჟიმის სწორად შედგენა.
- გამოუმუშავდეთ მუყაითობისა და ორგანიზებულობის უნარ-ჩვევები.
1) გაკვეთილზე მოხდეს მოთხრობის განხილვა,რა მოეწონათ ,რა არ მოეწონათ.
2)განვმარტავ ბავშვების დახმარებით- რა არის შრომა და როდოდან უნდა მიეჩვიოს ადამიანი შრომას.
3)რაში აისახება ბავშვის შრომა(ტანსაცმლის ჩაცმა , გახდა, პირისა და ხელი დაბანა,კბილების გამოხეხვა,დავარცხნა,საწოლის გასწორება და ა.შ.)
4)განვიხილავთ უმწეო მოძრდილ ადამიანებს(რისი გაკეთება არ შეუძლიათ)
5)დაფაზე ვავსებთ გონებრივი იერიშის რუკას. (განვიხილავთ როგორია მშრომელი ადამიანი და განვიხილავთ რა არის სიზარმაცე)
6)წავიკითხოთ ქართული ხალხური სიბრძნე ,,შრომის ყადრი"
7)ბავშვები პასუხობენ კითხვებზე:
- შეგიძლია თავად გაასწორო საწოლი?
- გიყვარს მცენარეთა მოვლა?
- შეგიძლია სუფრის გაწყობა?
- როგორ უვლი შინაურ ცხოველებს?
- ეგზავნები უფროსებს უახლოეს მაღაზიაში სურსათის შესაძენად?
თემასთან დაკავშირებით მოსწავლეები კედლის გაზეთს გამოსცემენ.
შედეგი:ბავშვებმა იციან შრომის ფასი,აფასებენ ასევე სხვის გარჯას,არიან მუყაითები და ორგანიზებულები.
პედაგოგი: თეონა ქოქოსაძე
კლასის საათი რიცხვი 3 აპრილი ,2014 წელი
გაკვეთილის თემა: მეგობრობა
მიზანი:
- მოსწავლეებმა შეძლონ სიტყვა ,,მეგობრის" შინაარსის აღქმა.
- გაიგონ ის რომ მეგობრობა არსებობს ასევე ქალაქებსა და სკოლებს შორისაც.
- იცოდნენ ისიც რომ შესაძლოა უცხოელი მეგობრის ყოლაც.
გაკვეთილის მსვლელობა:
- გაკვეთილის დასაწყისში დავსვათ მაპროვოცირებელი კითხვა ,,რა არის მეგობრობა?"
- მოსწავლეთა პასუხების მეშვეობით შევავსოთ გონებრივი იერიშის რუკა.
- ვისაუბროთ მეგობრობაზე,წავიკითხოთ ცნობილი გამონათქვამები ვახტანგ მეექვსისა და სულხან საბასი.,ასევე წავიკითხოთ ლექსიც.
- გავიხსენოთ ნასწავლი იგავ-არაკები:,,კუ და მორიელი", ,,ორი ამხანაგი".მოთხრობების მიხედვით მოსწავლეებმა იმსჯელონ თურა არ შეშვენის ნამდვილ მეგობარს.
- დაწერონ თაბახის ფურცელზე თუ რა არის ნამდვილი მეგობრობა.
შედეგი:
მოსწავლეებმა იციან ნამდვილი მეგობრის თვისებები, არიან უფრო დაკვირვებულები, ერთგულები, ეხმარებიან ერთმანეთს,ერთის წარმატება ყველას წარმატებაა.
კლასისი ხელმძღვანელი : თეონა ქოქოსაძე
No comments:
Post a Comment