კოლეგების შეფასება-(ინტეგრირებული გაკვეთილი)
2013 წლის 20 ნოემბერს 130-ე საჯარო სკოლის III კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: ქართული-ბუნებისმეტყველება.პედაგოგი: თეონა ქოქოსაძე.
გაკვეთილის თემა:,, ტყე და მისი მნიშვნელობა"
გამოსაკითხი მასალა: ,, ყმაწვილი და პეპელა"
განწყობის შესაქმნელად მასწავლებელმა წაიკითხა გამოცანები.შემოწმდა დავალება.მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პეპელაზე მოძიებული ინფორმაციები.
ლექსი,, ყმაწვილი და პეპელა"წარმოადგინეს როლური თამაშით.დაისვა კითხვები ლექსის ირგვლივ.განმარტეს და დაასახელეს რითმა,სტრიქონი და ა.შ.ასევე მოძებნეს და გამოყვეს გრამატიკული ერთეულები.გაიხსენეს თუ რა სარგებლობის და ზიანის მოტანა შეუძლიათ პეპლებს.აღწერეს პეპლის განვითარების ეტაპები.
აიხსნა ახალი მასალა ,,ტყე და მისი დიდი მნიშვნელობა"
გამოყენებული იყო,, გონებრივი იერიშის რუკა"-ტყეს რასთან ვაკავშირებთ?
დაკომპლექტდა ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარი რამოდენიმე ჯგუფი.თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება. გაეცნენ ჯგუფური მუშაობის წესებს და განსაზღვრული დროის შემდეგ ყველა ჯგუფმა შესრულებული დავალება წარმოადგინა პრეზენტაციის სახით.მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის დროს აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
წინა და ახალი მასალის ირგვლივ დაისვა შემაჯამებელი კითხვები.მოხდა ძველ ცოდნაზე ახლის დაშენება.გაიხსენეს მუზეუმსა და ბიტანიკურ ბაღში ნანახი...
წინასწარ მომზადებულ პლაკატზე,ნახატი ,,შიშველი ხე" მოსწავლეებმა შემოსეს ფერადი ფურცლებით,რაზეც ეწერა ის სარგებლიანობა,რასაც მცენარე გვაძლევს.
ისაუბრეს ტყის,ცხოველების,ფრინველების და მწერების არსებობასა და მათ მნიშვნელობაზე ბუნებაში.მათ დაცვაზე, ,,წითელ წიგნზე" ნახეს ფილმი ,,საფარი პარკი"
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგმა თეონა ქოქოსაძემ შეაჯამა გაკვეთილი,გააკეთა შეფასება.წარმატებულ, ჯგუფური სამუშაოს მონაწილეებს წასახალისებლად გადასცა სიგელები.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ დამსწრე პედაგოგებმა გავაკეთეთ სათანადო შეფასებები,პედაგოგსა და მოსწავლეებს გულითადი მადლობა გადავუხადეთ ასეთი საინტერესო გაკვათილისთვის.
დაწყებითი კლასების კათედრამ განიხილა ჩატარებული გაკვეთილი,იმსჯელა გაკვეთილის ირგვლივ.ყველა შეთანხმდა,რომ გაკვეთილი აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს,რომ პედაგოგმა გამოიყენა თავისი ხელით შექმნილი და ამავე დროს სკოლაში არსებული ყველა რესურსი,ასევე გამოითქვა აზრი,რომ რა თქმა უნდა გაკვეთილის მსვლელობის დროს იყო ხარვეზები:(მაგალითად:ოდნავ გადაჭარბებული დოზით იყო ბუნებასთან დაკავშირებული)მაგრამ ეს ძალზე უმნიშვნელოა..მთავარია ,რომ ჩატარებული გაკვეთილი ძირითადი თემის ირგვლივ ატარებდა საინტერესო და ინფორმაციულ ხასიათს.
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართული-ბუნებისმეტყველება მესამე კლასში სრულად აკმაფილებდა ე.ს.გ-ით გათვალისწინებულ ყველა მისაღწევ შედეგს.
თბილისის 130-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კათედრა
29 .11. 2013 წელი.
გაკვეთილ-პროექტის შეფასება (ჩემი შექმნილი წიგნი)
მესამე კლასის დამრიგებელმა თეონა ქოქოსაძემ შექმნა არაჩვეულებრივი პროექტი ,,ჩემი შექმნილი წიგნი",რომელიც აზრობრივად მოიცავდა რამოდენიმე ეტაპს.
ჩემმა შვილმა მარიამ ქემოკლიძემ თავის კლასელებთან ერთად მოიძია ინფორმაცია კოსმოსის,მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს შესახებ.ინფორმაცია მოპოვებულ იქნა კლასგარეშე წიგნებიდან,ინტერნეტიდან,მშობლების დახმარებით.
ილუსტრირებული ხელნაკეთი წიგნები ბავშვებმა საკუთარი ფანტაზიით გააფორმეს და შეურჩიეს შესაბამისი ინფორმაცია.
შემდგომ ამისა პროექტის ფარგლებში მასწავლებლის დახმარებით შეიქმნა საინფორმაციო ბუკლეტები,რომლებიც დარიგდა მშობლებისა,მასწავლებლებსა და მეგობარ მოსწავლეებს შორის.მათზე ასახული იყო წიგნის მიზანი,წიგნისადმი სწორი დამოკიდებულება,პროექტის მთავარი ლოზუნგი,ამით პროპაგანდა გაუწიეს წიგნის კითხვას.
შემდგომი ეტაპი გახლდათ თბილისის ხელნაწერთა მუზეუმში წასვლა,სადაც საოცარი სანახაობა და საინტერესო ინფორმაცია დახვდათ.
ეწვივნენ ბიბლიოთეკას და გაეცნენ ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს,ამით თეონა მასწავლებელმა თითოეული ბავშვის სულში წიგნის მიმართ უდიდესი პატივისცემის გრძნობა გაუღვივა.
7 მარტს ბუნების გაკვეთილზე ,მასამე -მეოთხე კლასში უამრავი სტუმარი შეიკრიბა.იყვნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები და დამსწრე მასწავლებლები,ბავშვთა მშობლები და პროექტის მონაწილეები.
დაინტერესებულმა ბავშვებმა ხელში თავისი ხელნაწერი წიგნებით წარადგინეს დამსწრეთა საყურადღებოდ მათთვის ყველაზე საინტერესო და სამახსოვრო ინფორმაცია.შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მეოთხე კლასელებმა შეაფასეს პატარების ცოდნის და აზროვნების დონე.
ჩვენი როგორც მშობლების დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ საოცრად დადებითია.ბავშვებმა შეიგრძნეს წიგნის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის და წიგნის შექმნის უძველესი თრადიციები შეისწავლეს.
ამ პროექტის დასრულების შემდეგ მესამე კლასის მოსწავლეები აუცილებლად მოუფრთხილდებიან წიგნებს და მეტ დროს დაუთმობენ წიგნის კითხვას.
სასურველია მსგავსი პროექტები კვლავ ჩატარდეს,კერძოდ კი თეონა ქოქოსაძის ხელმძღ-ვანელობით.
მაქვს ინფორმაცია,რომ იწყება დაგეგმვა მოსწავლეთა თხოვნით ლიტერატურული პროექტისა.
მადლობას ვუხდით ჩვენი ბავშვების სახელით თეონა მასწავლებელს,რომელიც დაუზოგავად შრომობს კლასის სასიკეთოდ.
მშობლის და ამავე სკოლის პედაგოგის
ოლღა ქემოკლიძის შეფასება

მასწავლებლის თვითშეფასების ცხრილი (ინტეგრირებული გაკვეთილი)
მასწავლებლის სახელი და გვარი –თეონა ქოქოსაძე
კლასი –მესამე კლასი
გაკვეთილის თემა –,,ტყე და მისი დიდი მნიშვნელობა"
თარიღი –22 ნოემბერი
გავანაწილე თუ არა გაკვეთილზე დრო სწორად? მიმაჩნია რომ გაკვეთილზე დრო სწორად გავანაწილე
გამოვხატავ თუ არა ნათლად იმას, რისი თქმაც მსურს? დიახ
ყველა სიტყვას ნათლად და გასაგებად წარმოვთქვამ? დიახ
ვიყენებ თუ არა აქტიური მოსმენის ტექნიკას? ვფიქრობ რომ გაკვეთილის მსვლელობისას ცოტა ვჩქარობდი,მგონია ბავშვებსაც ბოლომდე არ ვამთავრებინებდი სათქმელს.
ვაძლევ თუ არა განსაზღვრულ დროს მოსწავლეებს კითხვაზე პასუხის გასაცემად? ნაწილობრივ
მივაღწიე თუ არა შედეგს? დიახ
რა ვერ გავითვალისწინე გაკვეთილის დაგეგმვის დროს? იყო ტექნიკური ხარვეზი(ვერ მოხერხდა პროექტორის წინასწარ გაკვეთილზე შემოტანა)
რა უნდა გავითვალისწინო მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვისას? არ ავჩქარდე, ბავშვებს მივცე მეტი დრო აზრის გამოსათქმელად
ვიყავი თუ არა ყველას მასწავლებელი? დიახ
გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა
გაკვეთილის
გეგმა
|
|||
1
|
2
|
3
|
|
საგაკვეთილო მიზანი და შედეგი
|
მიზანი არის ზოგადი და არარეალისტური,არ არის გაზომვადი და შეფასებადი;
არ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
|
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად,მაგრამ ნაკლებ რეალისტური და
გაზომვადია; ბოლომდე ვერ აღწერს შესაბამის შედეგს.
|
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად და რეალისტურად. იგი არის გაზომვადი
და შეფასებადი და სრულად აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
|
კომენტარი:
|
|||
აქტივობები,მეთოდები,კლასის ორგანიზების ფორმები
|
აქტივობები არ უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები
შეუსაბამოა აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან.
|
აქტივობები ნაკლებად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო
მეთოდებინაწილობრივ შესაბამისობაშია აქტივობებთან,ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები
მეთოდებთან.
|
აქტივობები სრულიად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო
მეთოდები სრულიად შესაბამისობაშია აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები
მეთოდებთან.
|
შეფასება
|
შეფასების ტიპები და მეთოდები საერთოდ არ არის მოცემული,ან ვერ განსაზღვრავს,მიღწეულია
თუ არა შედეგი.
|
მოცემულია შეფასების ტიპები და მეთოდები,რომელიც ნაწილობრივ განსაზღვრავს,მიღწეულია
თუ არა შედეგი.
|
კონკრეტულად არის მოცემული შეფასების ტიპები და მეთოდები, რომლებიც ზუსტად
განსაზღვრავს,მიღწეულია თუ არა შედეგი
|
თვითშეფასება
|
გაკვეთილის გეგმას თან არ ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა/ან
ახლავს და იმდენად ზოგადი და ბინდოვანია,რომ საშუალებას არ აძლევს გააანალიზოს მის
მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა,რომელიც
ნაწილობრივ აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა,რომელიც
სრულად აძლევა საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
საგაკვეთილო
პროცესი
|
1
|
2
|
3
|
მოქნილობა/კრეატიულობა
|
მასწავლებელს არ აქვს ლავირების უნრი- იგი მიჰყვება დაგეგმილ აქტივობებს,მიუხედავად
იმისა,გადის თუ არა შედეგზე.
|
მასწავლებელს ნაკლებად აქვს ან არაეფექტურად ამჟღავნებს ლავირების უნარს
|
მასწავლებელს აქვს ლავირების უნრი- მას შეუძლია დაგეგმილი აქტივობების
შეცვლა შექმნილი რეალიების შესაბამისად.
|
აქტივობები და სწავლების მეთოდები
|
აქტივობები და მეთოდები ერთფეროვანია და მოუქნელი. ვერ უზრუნველყოფს
მოსწავლეთა ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლება,ვერ უზრუნველყოფს სასწავლო
შედეგის მიღწევას.
|
გამოყენებულია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის აქტივობა და მეთოდი, რომლებიც
უზრუნველყოფს მოსწავლეთა ძირითადი ბირთვის ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას,
ნაწილობრივ უზრუნველოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
|
მოქნილად არის გამოყენებული მრავალფეროვანი,ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული
აქტივობები და მეთოდები,რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობასა
და მათში მოტივაციის ამაღლებას,სასწავლო შედეგების მიღწევას.
|
რესურსები
|
არ იყენებს/არაეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს.
|
იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს,თუმცა თავად იშვიათად მოიძიებს და
ქმნის.
|
მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ,მის მიერ მოძიებულ და
შექმნილ რესურსებს.
|
შეფასება
|
ნაკლებად ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს.გამოყენებული
შეფასები მეთოდები ნაწილობრივ აფასებს მიღწეულია თუ არა შედეგი.
|
ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. შეფასების
მეთოდები ზუსტად აფასებს,მიღწეულია თუ არა შედეგი.
|
|
კლასის მართვა
|
კლასი ქაოტურია. მასწავლებელს არ აქვს შემუშავებული გაკვეთილზე ქცევის
წესები. მასწავლებელი მოსწავლის მიმართ არაეთიკურია.
|
კლასი ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში,მოსწავლეთა ნაწილის
ქცევა დესტრუქციულია. მასწავლებელი ცდილობს დარეგულირებას,თუმცა მის მიერ გამოყენებული
წესები რიგ შემთხვევაში არაეფექტურია.
|
მოსწავლეები სრულიად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში,დისციპლინა
თვითრეგულირებადია. მცირე დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი ადვილად
ახერხებს წესრიგის აღდგენას. |
0
|
მოსწავლე არ დადის სკოლაში
|
1--2
|
მოსწავლე არ მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,ვერ მეტყველებს გამართულად,არ აინტერესებს სხვისი აზრი
|
3--4
|
მოსწავლე არ მონაწილეობს თავისი ინიციატივით. მასწავლებლის დახმარებით ერთვება საგაკვეთილო პროცესში,მეტყველებს მწირი ლექსიკით,არ უსმენს სხვების აზრებს.
|
5--6
|
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება,მაგრამ ხელს უშლის მასწავლებელს თავისი უადგილო აქტიურობით,მეტნაკლებად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
7--8
|
მოსწავლე აქტიურად ერთვება საგაკვეთილო პროცესში.ამჟღავნებს მომზადებულ ცოდნას, უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
|
9--10
|
მოსწავლე ყოველთვის მზად არის გაკვეთილისთვის,მეტყველებს გასაგებად,აქვს მდიდარი ლექსიკა, არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას,კონცენტრირებულია სამუშაოზ
|
გაკვეთილ-პროექტის შეფასება (ჩემი შექმნილი წიგნი)
მესამე კლასის დამრიგებელმა თეონა ქოქოსაძემ შექმნა არაჩვეულებრივი პროექტი ,,ჩემი შექმნილი წიგნი",რომელიც აზრობრივად მოიცავდა რამოდენიმე ეტაპს.
ჩემმა შვილმა მარიამ ქემოკლიძემ თავის კლასელებთან ერთად მოიძია ინფორმაცია კოსმოსის,მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს შესახებ.ინფორმაცია მოპოვებულ იქნა კლასგარეშე წიგნებიდან,ინტერნეტიდან,მშობლების დახმარებით.
ილუსტრირებული ხელნაკეთი წიგნები ბავშვებმა საკუთარი ფანტაზიით გააფორმეს და შეურჩიეს შესაბამისი ინფორმაცია.
შემდგომ ამისა პროექტის ფარგლებში მასწავლებლის დახმარებით შეიქმნა საინფორმაციო ბუკლეტები,რომლებიც დარიგდა მშობლებისა,მასწავლებლებსა და მეგობარ მოსწავლეებს შორის.მათზე ასახული იყო წიგნის მიზანი,წიგნისადმი სწორი დამოკიდებულება,პროექტის მთავარი ლოზუნგი,ამით პროპაგანდა გაუწიეს წიგნის კითხვას.
შემდგომი ეტაპი გახლდათ თბილისის ხელნაწერთა მუზეუმში წასვლა,სადაც საოცარი სანახაობა და საინტერესო ინფორმაცია დახვდათ.
ეწვივნენ ბიბლიოთეკას და გაეცნენ ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს,ამით თეონა მასწავლებელმა თითოეული ბავშვის სულში წიგნის მიმართ უდიდესი პატივისცემის გრძნობა გაუღვივა.
7 მარტს ბუნების გაკვეთილზე ,მასამე -მეოთხე კლასში უამრავი სტუმარი შეიკრიბა.იყვნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები და დამსწრე მასწავლებლები,ბავშვთა მშობლები და პროექტის მონაწილეები.
დაინტერესებულმა ბავშვებმა ხელში თავისი ხელნაწერი წიგნებით წარადგინეს დამსწრეთა საყურადღებოდ მათთვის ყველაზე საინტერესო და სამახსოვრო ინფორმაცია.შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მეოთხე კლასელებმა შეაფასეს პატარების ცოდნის და აზროვნების დონე.
ჩვენი როგორც მშობლების დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ საოცრად დადებითია.ბავშვებმა შეიგრძნეს წიგნის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის და წიგნის შექმნის უძველესი თრადიციები შეისწავლეს.
ამ პროექტის დასრულების შემდეგ მესამე კლასის მოსწავლეები აუცილებლად მოუფრთხილდებიან წიგნებს და მეტ დროს დაუთმობენ წიგნის კითხვას.
სასურველია მსგავსი პროექტები კვლავ ჩატარდეს,კერძოდ კი თეონა ქოქოსაძის ხელმძღ-ვანელობით.
მაქვს ინფორმაცია,რომ იწყება დაგეგმვა მოსწავლეთა თხოვნით ლიტერატურული პროექტისა.
მადლობას ვუხდით ჩვენი ბავშვების სახელით თეონა მასწავლებელს,რომელიც დაუზოგავად შრომობს კლასის სასიკეთოდ.
მშობლის და ამავე სკოლის პედაგოგის
ოლღა ქემოკლიძის შეფასება
No comments:
Post a Comment