ბოტანიკური ბაღი
ექსკურსიის მიზანი: წელს პირველად შევედი III-მეოთხე კლასში,ვარ დამრიგებელი,გადავწყვიტე უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი,ბავშვები და მშობლები დაახლოებოდნენ ერთმანეთს,ამიტომ მოვაწყვეთ ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში.
დააკვირდნენ ბუნებას და გაიხსენონ ნასწავლი თემები.
დაგროვებულ კიტხვებს გასცენ პასუხები,მოიძიონ ინფორმაცია კომპიუტერიდან,წიგნებიდან ან თუნდაც უფროსების დახმარებიტ. დაწერონ ფურცელზე და გაუკეთონ ჩანახატები.
ექსკურსიის მოკლე აღწერა:ვნახეთ უამრავი ტროპიკული ,უცხო მცენარეები:პალმები,ბამბუკები,აკაკის ხე,კოწახური, ლამაზი ხრიზანთემები,წყალში მოტივტივე დუმფარები,არყის ხეები და სხვა...
გიდმა გადმოგვცა ბოტანიკური ბაღის ისტორია.ვნახეთ ულამაზესი ჩანჩქერი,სხვადასხვა მწერები,წყლის გომბეშოები,გველი და სხვა...
(გიდი -ნინო ლორია)
შედეგი: ბავშვებს ძალიან მოეწონათ ბუნებაში ყოფნა, დაუახლოვდნენ ერთმანეთს.იხსენებდნენ ნასწავლ თემებს ბუნებიდან ,კერძოდ როგორ მრავლდება მცენარეები,რა სჭირდება მცენარეს განვითარებისათვის,ნახეს წყლის დუმფარები და გაიხსენეს თუ როგორ შეიძლება არსებობდნენ ორგანიზმები არამარტო ხმელეთზე არამედ წყალშიც.დააკვირდნენ მწერებს,როგორ გადადიან ყვავილიდან ყვავილზე და დაასკვნეს რომ მათ მტვერი გადააქვთ გასამრავლებლად და წუწნიან ნექტარს.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი კიდევ ბუნებაში მოგზაურობისა.ჯგუფში დაბრუნებულებმა შეავსეს კითხვარი,მოკლედ აღწერეს ექსკურსიის მიზანი,იქ მიღებული განცდები,ჩამოწერეს კითხვები,,მინდა მეტი ვიცოდე".საინტერესო შეკითხვებს თავად გასცეს პასუხები.მოიძიეს ინფორმაციები მრავალ ხეზე,ყვავილზე,ჯგუფში გავაკეთეთ ბუნების კარის კუთხე და იქ განვათავსეთ ინფორმაციები,ამ ადგილიდან ყველას შეუძლია გაეცნოს ბუნების მრავალფეროვნებას.
თარიღი: 22 ოქტომბერი 2013 წელი
პედაგოგი თეონა ქოქოსაძე
ექსკურსია გაკვეთილი-,,აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი"
ექსკურსიის მიზანი:-ქართულსა და ბუნებასი ნასწავლ და შესასწავლ მასალასთან კავშირი. დაკვირვება ცოცხალ ორგანიძმებძე,მათ კვებაძე, მოძრაობაზე,ძრდასა და განვითარებაზე.
ბუნება- რა არის სიცოცხლე
ორგანიზმების კვება
ორგანიძმების მოძრაობა
მწერების გამრავლება და ზრდა
ინფორმაციის შეგროვება პეპლებზე,წინასწარ მზადება ინტეგრირებული გაკვეთილისათვის.
აქტუალობა:-მუზეუმში ვიზიტი ხელს შეუწყობა ცოდნის დაუფლებაში,არსებულ ცოდნასა და ახლადშეძენილ ცოდნას შორის კავშირის დამყარებაში.
ერთმანეთისადმი კეთილი და მზრუნველი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.ინტერესის გაღვივება,სწავლის მოტივაცია და ამაღლება.
ექსკურსიის მოკლე აღწერა:-ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია პეპლების სასიცოცხლო ციკლის მრავალფეროვანმა ეტაპებმა.გაეცნენ თუთის ხის როლს,ასევე მისგან დამზადებულ საკრავებს,ნახეს თუთის ფოთლის საჭრელი დაზგა. დაათვალიერეს ულამაზესი აბრეშუმის ნაჭრები,შპალერები,ძაფები და მაქმანები,ვიმოგზაურეთ ნიჟარების იდუმალ სამყაროში.
შედეგი:- ძალაინ მოგვეწონა და დიდი შთაბეჭდილებებით დავითვირთეთ,გავიხსენეთ ნასწავლი,დავსვით უამრავი კითხვა,რაზეც მივიღეთ ამომწურავი პასუხი.სამახსოვროდ შევიძინეთ სანიშნები და ბუკლეტები-საინტერესო ინფორმაციებით.ჯგუფში მოვაწყვეთ გამოფენა პეპლებზე-საინტერესო ინფორმაციებით.
დაათვალიერეს ნიჟარები,მარჯნები,ნახეს ყველაზე შხამიანი ნიჟარა,გაიგეს თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ნიჟარებიდან საღებავი.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს გიდს ქალბატონ ნინო გზირიშვილს
თარიღი: 14 ნოემბერი 2013 წელი
პედაგოგი: თეონა ქოქოსაძე
ჯგუფის გეგმა -ხორბალი
ჯგუფის დასახელება: მესამე კლასი
|
მონაწილეები: მთელი ჯგუფი
|
სინათლე
სინათლის
წყარო
|
ნატურალური
|
რამდენი
საათი სინათლეზე?
|
მთელი
დღე
|
განმარტეთ
თქვენი არჩევანი.
|
გვინდა
დავაკვირდეთ მცენარის ზრდას
|
(მიუთითეთ
თარიღი).
|
24 ოქტომბერი,2014 წელი
|
ნიადაგი
ნიადაგის შემადგენლობა
(განმარტეთ, რა კომპონენტებისგან შედგება ნიადაგი).
|
ერთჯერად თეფშზე დავაფინეთ ნატურალური ბამბა,ნიადაგის ნაცვლად.
|
განმარტეთ თქვენი არჩევანი.
|
ჩვენი აზრით ასეთი ხელოვნური ნიადაგი ,მორწყვის პირობებში საკმარისი იქნებოდა თესლის გასაღვივებლად.
|
განმარტეთ ექსპერიმენტის მსვლელობისას გატარებული ნებისმიერი
ცვლილება (მიუთითეთ თარიღი).
|
რადგან მცენარე ს
ვრწყავდით ,თესლი გაღვივდა გამოიღო ფესვი,შემდეგ ღერო,მცენარემ თანდათან მოიმატა
სიმაღლეში.
თუ წყლის დასხმა დაგვაგვიანდებოდა ,დაკვირვების
შედეგად შევამჩნიეთ რომ მცენარემ მოიწყინა და თავი დახარა ძირს.
გავაკეთეთ დასკვნა წყალი მას
ასაზრდოებს,მის გარეშე ის გახმება.
|
წყალი
რამდენი?
|
დაკვირვების
შედეგად ,თუ ბამბა გაშრებოდა მცენარეს მხოლოდ მაშინ ვრწყავდით
|
რა
სიხშირით?
|
პერიოდულად,2-3 დღეში ერთხელ
|
განმარტეთ
თქვენი არჩევანი.
|
თესლი რომ
გაღვივებულიყო,საჭირო იყო მას წყალი შეეწოვა,როცა წამოიზარდა უკვე არსებობისთვის
,საკვებად სჭირდებოდა.
|
განმარტეთ
ექსპერიმენტის მსვლელობისას გატარებული ნებისმიერი ცვლილება (მიუთითეთ თარიღი).
|
ცვლილების შეტანისას
განმარტეთ გამომწვევი მიზეზი. გამოიყენეთ სიტყვა ,,რადგან“ შესაბამისი
არგუმენტაციის წარმოსადგენად.
რადგან თესლს არ აკლდა სითბო,სინათლე,
წყალი ხორბლის თესლი გაიზარდა გახდა
ხასხასა მწვანე.
პირველი ფესვი-30 ოქტომბერი
ნელ-ნელა იზრდება სიმარლეში
გაიზარდა -15 სმ სიმაღლის
|
პროექტი-,, ჩემი შექმნილი წიგნი"
7 მარტი
პროექტის მიზანი:
- ვაზიარო მოსწავლეები წიგნის შექმნის პროცესს.
- მოსწავლეებს გავუღვივო ცოდნა კომკრეტულ თემასთან დაკავშირებით
- ხელი შევუწყო მოსწავლეებში კლასგარეშე ლიტერატურის გამოყენებას.
- განვუვითარო კითხვის ,წერის,ინფორმაციის დამუშავების,მოსაზრებების გამოთქმის ,კვლევის,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნებისა და სოციალური უნარები.
- ისტ-ის გამოყენებამ ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების განვითარებას(გახდნენ შემოქმედებითები,ინოვაციურები,ხალიასიანები)
პროექტის იდეა: მოსწავლეებმა გაუწიონ წიგნის კითხვას აქტიური პროპაგანდა.
მოსწავლეებმა მასწავლებლისა და მსობლების დახმარებით შექმნან
წიგნი ,ბუნებაში ნასწავლი მასალებიდან.
წიგნი ,ბუნებაში ნასწავლი მასალებიდან.
მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი
პროექტის ხანგრზლივობა:3-4 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
- შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას.
- უკეთესად ეცოდინებათ მასალა კოსმოსის,ცხოველებისა და მცენარეთა საფარის შესახებ.
- გაცნობიერებული ექნებათ თუ როგორ მოუარონ წიგნს.
მოსწავლეებმა დაბეჭდეს საინფორმაციო ბუკლეტები და სკოლაში დაურიგეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს,ამით პროპაგანდა გაუწიეს წიგნის კითხვას და შექმნას.
მოვიწვევთ მეოთხე კლასის მოსწავლეებს,კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება გაკვეთილის მსვლელობა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული;
- მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ტექსტის წაკითხვა და გაგება.
- უნდა შეძლოს ტექსტის მოსმენა,გაგება,შინაარსის გადმოცემა.
- უნდა შეძლოს მარტივი ინფორმაციის მოძიება,დაწერა და შესაბამისად გაფორმება.
ბუნება:
- შეძლოს კოსმოსზე ინფორმაციის მოძიება,დაწყობა დალაგება
- შეძლოს მცენარეებსა და ცხოველებზე ინფორმაციის მოძიება, მხატვრულად გაფორმება.
გაკვეთილ-პროექტის გეგმა ,,ჩემი შექმნილი წიგნი"
შესავალი სიტყვა- რისთვის ვიყენებ პროექტს.რა მეტოდებით ვახდენ ამა თუ იმ საკითხის შესწავლას.პროექტის დავალების მოკლე აღწერა.(აუდიტორიის გამოწვევა,ვსვამთ კითხვას ,,რა არის წიგნი?"-ვუპასუხებთ დასკვნის სახით პროექტის ბოლოს.
პრეზენტაციის წარდგენა:
პირველი პრეზენტაცია:,, ჩემი შექმნილი წიგნი" აღწერილია პროექტის მიზანი,პროექტის იდეა,აქტუალობა,სტანდარტი,21-ე საუკუნის უნარები,შედეგი,ფასილიტაციის მასალები.
მეორე პრეზენტაცია-,,წიგნის ისტორია" მოსწავლეებთან ერთად შევქმენი და წარმოვადგინეთ.განხილულია წიგნის სექმნის მოკლე ისტორია, პაპირუსის,ეტრატის,ქაღალდის და მელნის დამზადების ისტორია.
მოტივაციის ასამარლებლად ვკითხულო გამოცანას-პასუხით,,წიგნი"
ძირითადი საკითხების გაშლა: მოსწავლეების მიერ მათი ხელით შექმნილი წიგნების წარდგენა.წაკითხვა მათთვის განსაკუთრებით საინტერესო თემებისა.კითხვა-პასუხის რეჟიმი,მეოთხე კლასელები წინასწარი მომზადებული შეკითხვებით ამოწმებენ მესამე კლასელების ცოდნას. საქმიანი კითხვები,,მიკროფონის გადაცემა"
გაკვეთილის დასაწყისში დასმულ შეკითხვას ვპასუხობთ დამსწრე სტუმრებთან ერთად,
ყველა ინდივიდუალურად წერს ფურცელზე თუ რა არის წიგნი,ჩვენს ფურცლებს ვაკრავთ დიდ თაბახის ფურცელზე დახატულ წიგნს.
დასკვნა: ვაჯამებთ მნიშვნელოვან ინორმაციას,ვკითხულობთ უწმინდესის ილია -მეორეს შეგონებას.
სტუმრებს მიმართვა-გამოგვეხმაურონ საქმიანი წინადადებებით,დასკვნებით.
გამოყენებული ძირითადი ლიტერატურის წარდგენა.(wikipedia , ჟურნალი ,,მასწავლებელი")
პედაგოგი: თეონა ქოქოსაძე
No comments:
Post a Comment